Friday, November 14, 2008

საცდელი პროექტი"ქალის როლი საზოგადოებაში"

პროექტის სახელი : ქალის როლი საზოგადოებაში

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები დააფიქსირებენ თავიანთ შეხედულებებს ქალის როლის შესახებ საზოგადოებაში გამოკვეთენ მის ფუნქციებს.

პროექტის სრული აღწერა: პროექტი ითვალისწინებს ქალის მრავალმხრივ როლსა და მნიშვნელობაზე ჩვენს რეალურ ცხოვრებაში. ქალისა და მამაკაცს შორის ისტორიული, სოციოლოგიური განსხვავებების შესწავლით მოსწავლეები ადამიანთა შესახებ ღრმა ცოდნას მიიღებენ. შეიძლება მათ განახორციელონ ისტორიული კვლევა და ქალის სოციალური სტატუსის შედარება სხვადასხვა სახის მმართველობაში. წარმოაჩინონ ცნობილი ქალები(მეცნიერები, მხატვრები, მწერლები და ა. შ.). შესაძლებლობის ფარგლებში ჩაწერენ მათთან ინტერვიუებს.

მონაწილეთა ასაკი: 8- 12-16

ვადები : ორი თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : მოსწავლეები გაეცნობიან ჩვენი და სხვა ქვეყნების ისტორიას, რათა გამოყონ ყველაზე მნიშვნელოვანი მოღვაწე ქალები სხვადასხვა სფეროში . ჯგფური მუშაობით, ინტერვიუების აღების მეთოდით და კითხვების დასმით ჩაუღრმავდებიან ძირითად პრობლემებს ქალთან დაკავშირებით. გააკეთებენ დღიურებს.

მოსალოდნელი შედეგები: მთავარი შედეგი იქნება ის, რომ მოსწავლეები ღრმად გაეცნობიან ისტორიას, ცნობილ ქალთა ბიოგრაფიებს ,მათ როლს საზოგადოებაში. შეიძენენ კვლევის უნარ–ჩვევებს ,აიღებენ ინტერვიუს, მოამზადებენ წერილებს შექმნიან ნახატებს, ჩანახატებს ,გააკეთებენ გამოფენას ,მოაწყობენ საღამოებს.

სარგებელი სხვებისთვის : ინფორმაციის მიღება–გაანალიზება ,პარალელების გავლება დროის გათვალისწინებით.

სამუშაო ენა: ქართული ენა

საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი : ისტორია , ქართული ლიტერატურა, ხელოვნება, საინფორმაციო ტექნოლოგიები

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

პროექტის ფასილიტატორი: შორენა ვარდანიძე, საინიციატივო ჯგუფი
პროექტის ფასილიტატორის ელ ფოსტა: vardanidze@gmail.com

პროექტის ფორუმი: foro.iearn.org/webx?224@@fbdda69.1ea8f594

პროექტის ვებ გვერდი/ ბლოგი: qalis roli sazogadoebashi-shorena.blogspot.com